სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს.

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი, ასევე “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა და მისი ინიცირება 4 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტი საკონსტიტუციო ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“.

ორგანული კანონპროექტი შემდეგ ძირითად პრინციპებს ეფუძნება: საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით; მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა; ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა; ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განმარტავს, ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ შეიქმნას უფრო მეტი სტიმული მიწის დამუშავებისთვის.

პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენიდან დაწყებული, მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში გააკეთებს შესაბამის ანალიზს.

“კონსტიტუციის თანახმად, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე. იურიდიული პირების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს უნდა ჰქონდეს დომინანტი პარტნიორის სტატუსი, რათა აღნიშნულ სუბიექტს ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება. მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენ პირიქით, ვახალისებთ ამ უფლებას და პრობლემა ამ ნაწილში მოქალაქეებს არ ექნებათ. არ ვითვალისწინებთ აღნიშნული უფლების გადაცემას ქორწინების შედეგად მიღებული უფლების ნაწილში, ვინაიდან ვხედავთ ძალიან მაღალ რისკებს. მთავრობის დისკრეციის ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნეს საინვესტიციო გეგმა კანონის მიხედვით, რომლის კრიტერიუმები და პირობები უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ“, - აცხადებს ოთარ დანელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა