რომში სააკაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

რომში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმროსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი და მისი მოწინააღმდეგე ქართველი ემიგრანტი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა.

"არა ძალადობას", - ამ ლოზუნგით რომში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას აპროტესტებდა.

სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტების ნაწილს დასწრების საშუალება არ მისცეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს.

იხილეთ ვიდეო: რომში სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრამდე ინციდენტები მოხდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა