სოფო ქაცარავა -  ჩვენ ვატარებთ პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე

ჩვენ ვატარებთ პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციაზე,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ, ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის კომენტირებისას განაცხადა.

ქაცარავას თქმით, ხვალ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის მისვლა იგეგმება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაოები შეჯამდება.

“საკომიტეტო ფორმატში ვგეგმავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენას, სადაც შევაჯამებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სამუშაოს და განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული 2011 წლის შეთანხმება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან გაკეთებული მწვავე განცხადებები. ეს რიტორიკა არ არის ჩვენთვის ახალი და მხოლოდ ზიანს აყენებს ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას. ჩვენ ვატარებთ პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციაზე. ბუნებრივია ამ პროცესების ირგვლივ არსებობს კითხვები როგორც მმართველ გუნდში, ასევე, ოპოზიციაში და სწორედ ხვალინდელი მოსმენის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ მივიღოთ პასუხები ყველა კითხვაზე, ხოლო მეორეს მხრივ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები და გავცეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ეს არის ჯანსაღი სამუშაო პროცესი, რომელიც პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს”,- განაცხადა ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა