მიხეილ სააკაშვილი - თუკი ივანიშვილი 2020 წლამდე დარჩება, ჩვენ მივიღებთ მაქსიმუმ 2.5-მილიონიან პენსიონერებითა და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას

თუკი ბიძინა ივანიშვილი 2020 წლამდე დარჩება, ჩვენ მივიღებთ მაქსიმუმ 2.5-მილიონიან პენსიონერებითა და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას, ამას პლუს სხვადასხვა ქვეყნის ღარიბი რეგიონიდან შემოყვანილი მუშახელი, რომელთაც საქართველოსთან არაფერი აკავშირებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ რომში, მხარდამჭერ ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა.

სააკაშვილის ინფორმაციით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე ქვეყნიდან მიდიოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, საქართველოდან დამატებით მილიონი ადამიანი წავიდა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველო ორ რამეზე დგას - ეს არის ტურიზმი, რომელიც მისივე პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ესენი არიან ემიგრანტები, რომელთა მიერ საქართველოში, მათი ოჯახის წევრებისათვის გადარიცხული თანხები 2.5 - 3 მილიარდს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა