დეპუტატ გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთავში 1000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდება

რუსთავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთავში 1000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდება.

გიორგი ბეგაძემ 1000 ქოთანი და 10 000 ყვავილი თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე კორპუსების აივნებზე განსათავსებლად, რუსთაველებს საჩუქრად გადასცა.

„აქცია დედის დღეს დაიწყო და 8 მარტამდე გზისპირა კორპუსების 1000 ოჯახი ყვავილებით სავსე ქოთანს მიიღებს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებდა. ვფიქრობ, ეს უამრავი რუსთაველის სურვილიცაა. ჩემი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავის სილამაზეზე“, - განაცხადა გიორგი ბეგაძე.

ინიციატივას საწარმო „აზოტი“ და ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები შეუერთდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს