მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ მივლენ

პარლამენტში დღეს “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა იგეგმება.ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არიან მიწვეული.

“თიბისი ბანკის" საქმეზე მსჯელობა 26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა გამართულიყო, სადაც მთავარი სტუმარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იყო. ასევე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოსმენა ჩაიშალა.

“თიბისი ბანკის" საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამასთან, ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების თაობაზე განაცხადა.

“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა