დავით ზალკალიანი ვიზიტით რუმინეთს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3-4 მარტს ვიზიტით რუმინეთს სტუმრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 4 მარტს, ბუქარესტში, გაიმართება საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერპსექტივები.

მინისტრების შეხვედრაზე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც დაფიქსირდება აღნიშნული ქვეყნების პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

ბუქარესტში დავით ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის რუმინელ და თურქმენ კოლეგებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.​

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა