ლევან დავითაშვილი თიანეთში ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდნენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა რეგულარული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა არსებული პროგრამები, რომელიც სოფლის განვითარებას უკავშირდება დაიხვეწოს და უფრო მეტად ადაპტირებული იყოს იმ საჭიროებებზე, რომელიც მოსახლეობას აქვს. ასევე, ბევრი საკითხია გარემოსდაცვითი მიმართულებით, ტყესთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონებში შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება პროექტში „დანერგე მომავალი“ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას.

ლევან დავითაშვილმა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ყვარის მთა“ 90 % -იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. კოოპერატივი 2016 წელს შეიქმნა და მასში 19 მეპაიეა გაერთიანებული.

„ვიმსჯელეთ მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათი უმეტესობა დღეს ადგილზე იქნა გადაწყვეტილი, ხოლო დანარჩენ ნაწილზე გრძელდება მუშაობა და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხებიც გადაიჭრება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოწესრიგების, დაცული ტერიტორიების გაფართოების, მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის, რეგიონში პროფესიული განათლების ხელშეწყობის, მელიორაციის და სხვა საკითხები.

რეგიონული შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა