სოფო კილაძე - მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება

მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული და ხელმოკლე, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

სოფო კილაძის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ბავშვი ოჯახიდან გაიყვანონ, იქნება შემთხვევა, როდესაც ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამ კოდექსში, რითაც მე ძალიან ვამაყობ, ეს არის ოჯახის გაძლიერება. ანუ ჩვენ ოჯახი განმარტებული გვაქვს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტური ჯგუფი და ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო. პირველ რიგში, რაზეც აპელირება ხდება საზოგადოებაში, რომ ბავშვები გაჰყავთ ოჯახიდან და ა.შ. - პირდაპირ არის მითითებული კოდექსში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არის მატერიალურად შეჭირვებული და ხელმოკლე, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა არ მოხდება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ბავშვი ოჯახიდან იქნას გასაყვანი, არის შემთხვევა, როდესაც ის საფრთხის ქვეშაა. კერძოდ, არის ძალადობის მსხვერპლი და ა.შ. ძირითადად, ჩვენ ოჯახს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური მიმართულებით ვაძლიერებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება მთელი რიგი პროგრამებისა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. თუ ოჯახში გარკვეული კონფლიქტი იქნება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების შეთავაზებით, რომელიც მათ კონსულტირებას მოახდენს, კონფლიქტური სიტუაციების არაძალადობრივი მეთოდებით გადაწყვეტას, ბავშვის ფსიქოლოგიურ დახმარებას, იგივე ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართვას, ასევე, თუ ოჯახი ნარკოდამოკიდებული ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული წევრებისგან შედგება, ამ შემთხვევაში შეთავაზებული იქნება სახელმწიფო სერვისები, რომელიც მათი ჯანსაღ ცხოვრების წესში ჩართვასა და მათ ჯანსაღ გარემოში დაბრუნებას ემსახურება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისათვის მზად არის, აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა