სოფო კილაძე - ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს

ჩვენ შევქმნით სამოქმედო გეგმას, რომელშიც კონკრეტული ვადებისა და ინდიკატორების მითითებით გავწერთ თემებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფო მომზადებული შეხვდეს ამ უდიდეს რეფორმას“,- ამის შესახებ დეპუტატმა სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კილაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებისთვის პრინციპული მნიშვნელობა იმპლემენტაციის პროცესთან ერთად ენიჭება დეცენტრალიზაციას. დეპუტატის თქმით, თვითმმართველობებმაც კოდექსის განხორციელებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

,,პრინციპული მნიშვნელობა აქვს დეცენტრალიზაციას, ანუ თვითმმართველობების ფარგლებში გარკვეული უფლებამოსილებების გადაადგილებას. ეს პრინციპული საკითხია, იმიტომ რომ, ჩვენ, თბილისში ვერ ვხედავთ ადგილზე რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს. გარკვეული ნაწილი ბავშვთა უფლებების დაცვის უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსის უზრუნველყოფით“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, კოდექსზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით იგეგმება სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელიც ბავშვებზე და მათ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს