ანაკლიას დღეს პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოწვევით, პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰიროში იემაცუ და წამყვანი იაპონური კომპანიის Nippon Koei-ის წარმომადგენელი ტედი მასანორი იმყოფებიან.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.

მოწვეული სტუმრები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძესა და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ამასთან, ჰიროში იემაცუ და ტედი მასანორი ანაკლიას ეწვევიან, პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიას მოინახულებენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრებენ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, გასულ კვირას ანაკლიის პორტის დამფუძნებლები კამბოჯაში პნომპენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

„იაპონური კომპანიების წარმომადგენლების საქართველოში საპასუხო ვიზიტის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტთან თანამშრომლობა და ანაკლიაში იაპონური კომპანიების მოზიდვაა.

PLC- ი პნომპენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ფლაგმანია, რომლის ოპერირებაც 2008 წელს დაიწყო და მასში წამყვანი კამბოჯური და იაპონური ორგანიზაციები არიან გაერთიანებული. 400 ჰექტარზე განთავსებული ეკონომიკური ზონა დღეისთვის აშშ-ს, იაპონიის, სინგაპურის, ტაილანდის, ავსტრალიის, კორეისა და სხვა 14 ქვეყნის 95 კომპანია მუშაობს. ზონის განვითარებაში 600 მილიონის ინვესტიციაა ჩადებული და 19 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. ზონის კლიენტებს შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Coca Cola, Denso, Toyota, Nippon Express, Yusen Logistics, Meikodo, American Licorice, Yamaha Motors, Ajinomoto და სხვა.

2016 წლიდან PLC დარეგისტრირებულია კამბოჯის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე (CSX), მის მენეჯმენტში იაპონური კომპანიაა ჩართული, ხოლო აქციონერები ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები არიან. ამჟამად, PLC-ის ამბიციურ გეგმებში არსებული ზონების გაფართოება, ახალი პროექტების განხორციელება და სხვა საერთაშორისო ბიზნესთან ინტეგრირება შედის“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო