დიმიტრი ხუნდაძე - ინტერნეტში წელიწადში დაახლოებით, 100 000-მდე პორნოგრაფიული საიტის მიწოდება ხდება და ფაქტობრივად, ბავშვები დაუცველები არიან

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში წელიწადში დაახლოებით, 100 000 პორნოგრაფიული საიტის მიწოდება ხდება და ამ მხრივ ბავშვები დაუცველები არიან. ამის შესახებ დეპუტატმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეკითხვით მიმართა, ინტერნეტში ბავშვის პირადი ინფორმაციის დაცვისა და საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, რამდენად ხედავს ცხელი ხაზის ამოქმედების საჭიროებას.

„რეალური საფრთხეები ნამდვილად არსებობს. კარგია, რომ ინტერნეტზე წვდომა გამარტივებულია. ასევე, კარგია, რომ ბავშვთა ასაკი ინტერნეტის მოხმარებაში არის დაწეული, მაგრამ არსებობს იმდაგვარი ინფორმაცია, რომელიც ბავშვების ფსიქო-ემოციურ სტრუქტურაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს. აქ რამდენიმე ტიპის რისკებია: ეს პორნოგრაფიული საიტები და მერწმუნეთ, რომ ეს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს. როგორც მაგალითად, ნარკოდამოკიდებულება, ასევე არსებობს პორნოდამოკიდებულება, არადა ინტერნეტი საკმაოდ გაჯერებულია. წელიწადში დაახლოებით, 100 000-მდე პორნოგრაფიული საიტის მიწოდება ხდება და ფაქტობრივად, ბავშვები დაუცველები არიან.

ასევე, არსებობს ყალბი ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევები და ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ქსელური თამაშები - დადასტურებული ფაქტი არ არის, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ უნდა დაველოდოთ, რომ ასეთი მძიმე შედეგი დადგეს და მერე განვიხილოთ ეს საკითხი.

ასევე, პირადი დაუცველობის რისკები: ბოლო პერიოდში ვიხილეთ, როცა ე.წ. ონლაინ მოძალადეები იყენებდნენ ბავშვების პირად ინფორმაციებს და შემდეგ მას იყენებენ მსხვერპლის წინააღმდეგ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისათვის მზად არის, აღიარებს ბავშვის შემდეგ უფლებებს: ბავშვის ღირსება, სიცოცხლის, გადარჩენის და განვითარების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვის პირადი ცხოვრების და პირადი მონაცემების შენარჩუნების უფლება, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, ბავშვის უფლება მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის მიღებაზე, რელიგიის და სინდისის თავისუფლება, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ბავშვის უფლება თამაშსა და დასვენებაზე, ბავშვის საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ბავშვის ინტელექტუალური შემოქმედების უფლება, ბავშვის უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების შემუშავებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს