საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, დაიხურა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, დაიხურა.

სხდომის დახურვამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: სალომე სამადაშვილმა, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ სხდომის მხოლოდ ნაწილი დაიხუროს, დანარჩენი კი ღიად ჩატარდეს. თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ „ოპოზიციას შოუს მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეს“ და სხდომა უნდა დაიხუროს. სხდომის დახურვის გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ მიიღეს. 8 დეპუტატმა სხდომის დახურვას დაუჭირა მხარი, ხოლო 4 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე ასევე მიწვეულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით გაიმართება: - ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, SGS, აბაშიძე - კარასინის ფორმატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა