მამუკა ხაზარაძე - ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება

არასდროს არც ერთი ბიზნესი "თიბისი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმამამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.

"არასდროს არც ერთი ბიზნესი "თიბისი ბანკს“ არ ჰქონია არაპროფილური. ვერც ერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ, რომ "თიბისი ბანკს“ გაეკეთებინოს ინვესტირება იქ, სადაც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. აი ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები "თიბისი ბანკს“ არ ეხება. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ და არასდროს ჩვენ ასეთი ოპერაცია არ გვიკეთებია“, - განაცხადა ხაზარაძემ.