ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკი“ ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკი“ ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ვინც მარტის თვეში „საქართველოს ბანკში“ ანგარიშს გახსნის, არ გადაიხდის ანგარიშის გახსნის საკომისიოს, ასევე, ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბიზნეს ბარათით „Cash Card“-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, საკომისიოს გადახდის გარეშე.

„საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყოს სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოონ არსებული ბიზნესი. „საქართველოს ბანკმა“ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი“ მთელი თვის განმავლობაში სპეციალურად მათთვის არაერთ საინტერესო ღონისძიებას და აქტივობას განახორციელებს, სადაც ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია წარმატებული გამოცდილების და სიახლეების შესახებ“, - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს