მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს თხოვნით მიმართა სასჯელის დანიშვნისას გაეთვალისწინებინა სუბელიანის მაღალი მორალი და ზნეობრიობა. ადვოკატებმა ასევე მათ დასკვნით სიტყვაში ისაუბრეს იმაზეც, რომ სუბელიანი 9 თვის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა და რომ მას სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. მას პატიმრობის ვადა 4 თვეში ეწურება, 9 ივლისს კი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა