სოფო კილაძე მზრუნველობის ან მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბავშვების დაკავების პროცედურას განმარტავს

მზრუნველობის ან მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბავშვების დაკავება არ შეიძლება, თუ ის მზრუნველის, დედის ან მამის გარეშეა დარჩენილი, მასზე ვალდებულება უნდა აიღოს სახელმწიფომ და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი კონკრეტულად, მისი დაკავება და სისხლის სამართლებრივი პროცედურების განხორციელება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ.

სოფო კილაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები იგეგმება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსშიც, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული წარმოება ბავშვზე ორენტირებული იქნება.

ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის მნიშვნელოვანი ცვლილებები რაც ეხება იმას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ხდება ბავშვზე ორიენტირებული. ბავშვის საჭიროებები ინერგება ადმინისტრაციულ წარმოებაში. კერძოდ, ის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა იქნას ბავშვის მოსაზრება მოსმენილი. კერძოდ, ის რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განახორციელოს ბავშვზე სპეცალიზებულმა პირმა და ა.შ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა