მირზა სუბელიანს პატიმრობის ვადა 4 თვეში ეწურება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში, 9 ივლისს დატოვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა, საიდანაც მას 9 თვე მოხდილი აქვს.

მოსამართლის, ლელა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან, დანაშაულის შეუტყობინებლობიდან 375-ე მუხლით, დანაშაულის დაფარვით გადაუკვალიფიცირდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო