კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ახალ სამარშრუტო სქემას ორ თვეში წარუდგენს

ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ორ თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

კომპანია „სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები და ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„გეგმის თანახმად, ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად იმუშაონ. ეს ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამავდროულად, მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, თითოეული მარშრუტისთვის განისაზღვრება დასანიშნი ავტობუსების ტიპი, რაოდენობა და მოძრაობის გრაფიკი. ამჟამად მუშავდება თბილისის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით, დაახლოებით 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის პროექტი, სადაც 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა იქნება შესაძლებელი. ასევე, მგზავრთა გადაადგილების რაოდენობისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება მარშრუტები, რომლებზეც 18, 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გადანაწილდება.

„სისტრას“ მიერ დამუშავებული სამარშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა