შოთა შალელაშვილი - მე უმრავლესობაში ვრჩები, წამსვლელები - წავიდნენ

დეპუტატი შოთა შალელაშვილი უმრავლესობიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ვრჩები უმრავლესობაში. წამსვლელები წავლენ, დამრჩენები - დარჩებიან. ჩემზე არავითარი ზეწოლა, არავითარი გავლენა არავის აქვს. ბუნებაში არ შეიძლება ჩემზე ზეწოლა და ზემოქმედება მოახდინოს ვინმემ",- განაცხადა შალელაშვილმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს უმრავლესობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, შალელაშვილი ამბობს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა.

"თქვენ უნდა ნახოთ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის სხდომებზე, როგორ ვირტუოზულად მართავს ის სხდომებს. თვითონ ბატონი ბიძინა რომ არა, "ქართული ოცნება" დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა. მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდში",- განაცხადა შალელაშვილმა.

მან პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა: "როგორც იტყვიან მივიდეთ ხიდამდე და ხიდზე მერე გადავიდეთ".

"ბატონი ირაკლი არასდროს გამიკრიტიკებია. იყო ჯგუფი, რომელიც მონოპოლურად მართავდა პარლამენტს, აქედან გამომდინარე, იყო პრობლემები. ახლაც არის ეს პრობლემა. მათ, ვისაც უმრავლესობის დატოვება უნდოდა, დატოვეს. უმრავლესობაში 115 წევრი ვართ, 40 წევრი რომ გავიდეს, მაინც უმრავლესობა დარჩება",- განაცხადა შალელაშვილმა და დასძინა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ეკა ბესელია აპირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო