მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტრისგან მიღებულ მუქარის წერილზე დაკითხვისას ისაუბრა, თუმცა „სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დაუსვა“

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ, დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ განაცხადა ხაზარაძემ შესაბამის ორგანოებში, თუკი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. თავის მხრივ, ხაზარაძის განცხადებით, როგორც ნებისმიერმა კანონმორჩილმა მოქალაქემ, მან ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდა.

„საოცრება არის ის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე საქმე არ აღიძრა. მოსამართლემ და სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი, მაგრამ არავინ - არა თუ დაინტერესდა და არათუ საქმე აღძრა, პირიქით, 9 იანვარს გააკეთეს ის საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენ ინვესტორებს. ამიტომ, კითხვაზე: განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, გპასუხობთ, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე გააკეთებდა. შეგიძლიათ დაკითხვის ოქმიც ნახოთ. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს?! რატომ არის ამოგდებულად ეს 17 მილიონის თემა და მთლიანი სურათი რატომ არ არის მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელსაც უნდა, რომ გაერკვეს ?! აი, ეს არის მთელი არსი,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა