სულხან სალაძე - „პანდორას ყუთი“ უკვე გაიხსნა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ დეტალურად უნდა თქვან ყველაფერი!

„პანდორას ყუთი“ უკვე გაიხსნა, ბატონმა ხაზარაძემ და გახარიამ დეტალურად უნდა თქვან ყველაფერი, - ეს განცხადება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გააკეთა, რითაც მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

სალაძის თქმით, ნორმალურ სიტუაციაში ამ ყველაფერს სახელმწიფოს შესაბამისი უწყება გამოიძიებდა და კითხვები არ დარჩებოდა.

„თუმცა ამის გონივრული მოლოდინი ალბათ, არავის აქვს, რომ რეალურად ეს გამოძიება იქნება და ამ საქმეზე არ დარჩება კითხვები - ეს არის ყველაზე ცუდი. ხაზარაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ ეს ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი შესაძლოა, იყოს მართული. ამ პროცესიდან აბსოლუტურად დისტანცირებული უნდა იყოს პროკურატურა, ის მხოლოდ გამოძიებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მაგრამ დღევანდელი განცხადების შემდეგ, როცა ლაპარაკია მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირზე, მინისტრ გახარიაზე და მის შეტყობინებაზე, არ აქვს არსებითი მნიშნვნელობა რა ტიპის შეტყობინება იყო, ეს იყო მუქარა თუ ეს იყო შეტყობინება ან რამის თხოვნა. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს შს სამინისტროს ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან, ეს არის მთავარი. სამართლებრივად რომ შევხედოთ, ეს რომ ყოფილიყო ან შემოსავლების სამსახური, ეროვნული ბანკი, ან მონიტორინგის სამსახურური, გასაგები იქნებოდა, რადგან მათ აქვთ გარკვეული ტიპის შეხება და კავშირები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის როლი და ადგილი აქ რა იყო, ეს არ ვიცი,“ - განაცხადა სალაძემ.

სალაძის თქმით, გამოძიება სიღრმისეულ ფაზაში უნდა გადავიდეს, რადგან დღევანდელი მონაცემებით, გამოკვეთილი გარემოებებით, ეს აღარ არის საქმე, რომელზეც პროკურატურა გასულ კვირას საუბრობდა.

„რადგან „პანდორას ყუთი“ უკვე გაიხსნა, ბატონმა ხაზარაძემაც უნდა თქვას დეტალურად ყველაფერი, ბატონმა გახარიამაც უნდა გვითხრას რა იყო, რა ტიპის შეტყობინება იყო. სწორედ ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა უფრო სიღრმისეულად. გაცილებით უფრო კრიტიკულად უნდა შევხედოთ, რადგან დღეს ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ის საქმე, რაზეც პროკურატურა საუბრობდა თუნდაც, გასულ კვირას. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ხოლო ყველაფერს რომ თავისი სახელი დაერქვას, გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი, რისი მოლოდინიც, სრულიად ობიექტურად, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ამ ქვეყანაში. როცა ინსტიტუტები არ არის დამოუკიდებელი, იქ ძალიან რთულია შედეგის მიღწევა,“ - განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს