სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია „სტერეო+“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ დავით ზილფიმიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„უზენაესი სასამართლოს განაჩენით დაყადაღებულ იქნა დ. ზილფიმიანის მთელი ქონება სტერეო +-ის წილის ჩათვლით, რაც ამ კომპანიის წართმევის უშედეგო მცდელობაა. ეს განაჩენი უპრეცენდენტოა არა მარტო იმით, რომ იგი საპირისპიროა როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, არამედ იმითაც, რომ მხარეს მასზე დასწრების საშუალებაც კი არ მისცეს. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლომ ფარული მსჯელობისას განაჩენი გამოიტანა არა იმ მოტივაციით, რაზედაც წინა ინსტანციების სასამართლოებზე იყო მსჯელობა, არამედ შეცვალა მოტივაცია ისე, რომ ახალ მოტივაციაზე კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის საშუალებაც კი წაგვერთვა.

უზენაესი სასამართლოს დანაშაულებრივი ქმედება არამარტო საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, არამედ ადამიანის უფლებათა ყველა საერთაშორისო ნორმის გათელვა და კორუფციის მკაფიო შედეგია უზენაეს სასამართლოში. ა.წ. 6 მარტს, 13:00 საათზე ქ. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა