საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ "ლოტო 5/35-ის" გათამაშება დღეიდან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება

საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ ,,ლოტო 5/35-ის’’ გათამაშება დღეიდან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, ყოველდღე, 9-საათიანი კურიერის დაწყებამდე გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ,,ლოტო 5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშება ყოველდღიურად ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/lotto.ge იმართებოდა.

„5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტი უკვე 100 000 ლარზე მეტია, ასევე 50 000 ლარზე მეტია მეორე საპრიზო კატეგორიაც. ,,ლოტო 5/35’’-ის ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში და ყველგან სადაც იყიდება ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთები, ასევე ონლაინ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდზე www.lotto.ge -ზე.

,,ლოტო 5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშება ყოველდღიურად 22:00 საათზე საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/lotto.ge იმართებოდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მიიღო გადაწყევტილება ერთგული მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ,,5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშება, 4 მარტიდან მაყურებლებს საშუალება ექნებათ ,,ოქროს ბურთის’’ ჩამოვარდნას ყოველდღიურად რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:50 სთ-ზე დაელოდონ.

ამ დროისთვის, ,,5/35 - ოქროს ბურთში მოგების სახით უკვე გაცემულია 187 ათას ლარზე მეტი. გათამაშების წამყვანები კვლავ ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი იქნებიან“, - ნათქვამია ეროვნული ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია