„ევროპული საქართველო" მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

„ევროპული საქართველო" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია რეაგირების გარეშე ვერ დარჩება, ვინაიდან იკვეთება მაღალი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი ქმედებები.

ამასთან, "ევროპული საქართველო" აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

"დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იკვეთება ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა უკანონო და სისხლის სამართლებრივი ქმედებებისთვის. ეს ინფორმაცია ასე ვერ დარჩება. ამიტომ პირველი და სასწრაფო, რასაც "ევროპული საქართველო" მოითხოვს, არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ. ასევე, შესასწავლია მთელი საქმე, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის, მარეგულირებლის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და სხვა უწყებების როლი იმ უკანონო ქმედებების ორკესტრირებულ ჯაჭვში, რომელსაც ადგილი ჰქონდა "თიბისი ბანკის" და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ამ მიზნით, "ევროპული საქართველო" აყენებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა, ეს არის თემა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ეს არის თემა, რომელზეც საჯაროდ მოვისმინეთ მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი. პასუხის გამცემი და მომკითხავი ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა გააჩნია. ამიტომ თუ ხელისუფლება ოდნავ მაინც მართალია ამ პროცესში და სურთ ამ თემის ჩამორეცხვა, ერთადერთი გზა არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მინდა მოვუწოდო უმრავლესობას: თუ მათ რამე აქვთ სათქმელი, არ გაუწიონ წინააღმდეგობა კომისიის შექმნას,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება