გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში CIB-ის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მესამე ფაზის (CIB) სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო ანგარიში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების, ტექნიკური და საკადრო რესურსების შესაძლებლობების განვითარების შესახებ, რაც ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფარგლებში ხორციელდება.

„ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ რიგი ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია გათვალისწინებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და ევროკავშირის წარმომადგენელი პირები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს