მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ბანკს“ არაფერი ემუქრება და ვისაც გვემუქრება, ისინი ვდგავართ თქვენს წინაშე

ვახტანგ ბუცხრიკიძე არის ბანკში და თავის გუნდთან ერთად მუშაობს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვას, თუ სად არის ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„ვახო მუშაობს თავის გუნდთან ერთად, სტაბილურად. ბანკი არის გამართული, არის თავის ნიშნულზე და ნუ დაგვამადლით იმას, რომ თუ ახლა ბანკის აქციები გაიზარდა, ეს არის რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. ეს არის ფაქტების დამახინჯება. ბანკი მუშაობს გამართულად, ინსტიტუტს არაფერი ემუქრება და ვისაც გვემუქრება, ისინი ვდგავართ თქვენს წინაშე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ განაცხადა, რომ მან და ჯაფარიძემ გადაარჩინეს ბანკი და დეპოზიტარები.

„ჩვენი გამოცლით გადავარჩინეთ ბანკი და დეპოზიტარები, ვინაიდან ჩვენი ასოცირება ბანკთან და მისი სახელით ლაპარაკი ინსტიტუტს ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა. ჩვენ პრესკონფერენციაც კი ბანკის გარეთ ჩავატარეთ, იმიტომ არა, რომ ბანკში ოთახები არ გვაქვს. აქ ითქვა კონფლიქტი დამთავრდა ეროვნულ ბანკთანო. ასე არ არის მეგობრებო. როგორ მიგვიყვანეთ ასეთ მდგომარეობამდე? ეს თემა ძალიან ბევრ რამეზეა გადაჯაჭვული. მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რა მიზნები არსებობს ჩემს მიმართ. ბევრი ვერსია მოვისმინე, მე ვიცი ერთი რამ - სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს ეს გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ხამამაღლა უნდა ითქვას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო