მამუკა ხაზარაძე მამუკა მდინარაძეს - შედით და ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი

ეროვნული ბანკის მილიონიან ჯარიმას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ დავეთანხმეთ, რადგან ბანკს ანგრევდით ამ გადაწყვეტილებით, შედით და ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი, - ამ სიტყვებით მიმართა „თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დეპუტატ მამუკა მდინარაძეს.

ხაზარაძემ უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მამუკა მდინარაძის კითხვას, ადასტურებდა თუ არა ბანკის დამფუძნებელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუკი ავთო წერეთელმა 17 მილიონი ლარი „თიბისი ბანკისგან“ ისესხა.

ხაზარაძის თქმით, თუნდაც ვინმეს სცოდნოდა აღნიშნული 17 მილიონის გასესხების შესახებ, აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ ბანკთან დავა მთავრდებოდა მილიონლარიანი ჯარიმით, რომელიც „თიბისი ბანკმა“ „იძულებით გადაიხადა“.

„არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას ბატონო მამუკა, მაგრამ დავეთანხმეთ, რადგან ბანკს ანგრევდით ამ გადაწყვეტილებით. შედით და ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეთ ბანკი. ეს იყო იძულებით დათანხმება“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ მამუკა მდინარაძეს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კი ირწმუნება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ავთო წერეთლის მიერ „თიბისი ბანკიდან“ აღებულ სესხზე.

„არ გვქონია წარმოდგენა არც მაშინ და არც შემდგომ. არ შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რომელი კომპანია რამდენს სესხულობს ბანკიდან. თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება მამუკა ხაზარაძის შესავალ სიტყვას - ჩვენ თანხებს ვიზიდავდით მთელი 2 წელი, რადგან გვქონდა კარს მომდგარი გარიგება ირლანდიურ ბანკთან. ბევრი თანხა მოვიზიდეთ მაშინ, მათ შორის „სამგორისგან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა