მამუკა ხაზარაძე - კობა გვენეტაძემ, როცა ბანკის დაჯარიმების მიზეზზე კითხვა დავუსვი, სიტყვა „პოლიტიკოსები“ ახსენა და მივხვდი, რომ ის დამოუკიდებელი არ იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი ასწია და თქვა: პოლიტიკოსები და რაღაცეებიო... მე მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ იყო დამოუკიდებელი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საბიუჯეტო -საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

რომან გოცირიძემ ჰკითხა ხაზარაძეს, სმენია თუ არა მას, რომ შს მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აშანტაჟებდა. მამუკა ხაზარაძის თქმით, მას შანტაჟის შესახებ არ სმენია, თუმცა ეროვნული ბანკი რომ თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის, ამაში კობა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა.

„მე ნამდვილად ვერ გეტყვით და არ მსმენია შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნულ ბანკის ტანდემის შესახებ. უბრალოდ, როცა 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და მივედი და ეს კითხვა დავუსვი, მე მაშინ არ მეგონა, რომ თურმე ამდენი რაღაც ხდება კულისებში. ასე ხელი აწია (ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა) და თქვა: აი პოლიტიკოსები და რაღაცეებიო.... მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მითხრა, რომ იქნება მიჩივლო სასამართლოშიო. ვიფიქრე ალბათ, კაცი გამოუვალ მდგომარეობაშია და ჩვენ შევედით სასამართლოში. მერე ეტყობა ეს 10 000 ლარი არ მოეწონა ვიღაცას და დაგვაჯარიმეს 1 000 000 ლარით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო