ირმა ნადირაშვილი - პარლამენტის გრაფიკი ივანიშვილის გრაფიკზე უნდა ეწყობოდეს თუ სახელმწიფო ინტერესების და პარლამენტის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა ლაგდებოდეს?

„დღეს, 16:00 საათზე დანიშნული 4 კომიტეტის სხდომა გადაიდო იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“, - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

ნადირაშვილმა კითხვით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს მიმართა და დაინტერესდა, რატომ გადაიდო კომიტეტის სხდომები და არა თავად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.

,,არ შეგეძლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის გეთქვათ, რომ 18:00 საათზე შეკრებილიყავით?! პარლამენტის გრაფიკი ბიძინა ივანიშვილის გრაფიკზე უნდა ეწყობოდეს თუ სახელმწიფო ინტერესების და პარლამენტის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა ლაგდებოდეს? არადამაჯერებელია, რომ 4 კომიტეტის სხდომის გადადება შემთხვევით მოხდა. უბრალოდ, თქვენი პარტიის თავმჯდომარეს ვერ გაუბედეთ გეთქვათ, რომ 4 კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული. ახალი რეგლამენტის მიხედვით მე რომ კომიტეტის სხდომა გავაცდინო, დამაჯარიმებთ და ეს სწორი იქნება, მაგრამ ხვალ რომ დავით ბაქრაძის დაბარების წერილი წარმოვადგინო და სხდომა გავაცდინო, ხელფასს აღარ დამიქვითავთ?“ - დაინტერესდა ნადირაშვილი.

დეპუტატს პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ჩანიშნული იყო და კომიტეტის სხდომების აღნიშნული საკითხისთვის გადადების აუცილებლობა არ იდგა დღის წესრიგში.

„არასდროს არ მოხდება ისე, რომ საპარლამენტო სხდომები გადაიდოს უმრავლესობის შეკრების გამო, ეს მიუღებელია და ეს არასდროს არ მოხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო