გია გაჩეჩილაძე - მარტო ის რად ღირს, რაც ჩვენ კონსტიტუცია მივიღეთ, ფაქტობრივად, რევოლუცია მოვახდინეთ პოლიტიკურ სისტემაში

ფაქტობრივად, რევოლუცია მოვახდინეთ პოლიტიკურ სისტემაში და ახალ სისტემაზე გადავდივართ, ასე რომ, არანაირი იმპიჩმენტი მას არ ელოდება, - ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი გია გაჩეჩილაძე პარლამენტის თავმჯდომარის შესაძლო გადაყენების საკითხის დაყენებას. დეპუტატის განცხადებით, პროცესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ორგანოში განხორციელდა, რევოლუციურია.

„პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა კაცია, რომელიც ძალიან მაღალი დონის იურისტია, კონსტიტუციონალისტი. მარტო ის რად ღირს, რაც ჩვენ კონსტიტუცია მივიღეთ. ფაქტობრივად, რევოლუცია მოვახდინეთ პოლიტიკურ სისტემაში და ახალ სისტემაზე გადავდივართ, ასე რომ არანაირი იმპიჩმენტი მას არ ელოდება. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტკური პიარის საკითხია და მეტი არაფერი“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა