ირაკლი კოვზანაძე მუქარის წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - მოწმენდილ ცაზე ასეთი წერილი ნაკლებად მოსალოდნელია

„მოწმენდილ ცაზე ასეთი წერილი ნაკლებად მოსალოდნელია,“ - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კოვზანაძე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

„ბატონი გახარია თავისი საქმის სერიოზული პროფესიონალია. მოწმენდილ ცაზე ასეთი წერილი ნაკლებად მოსალოდნელია. მე იმედი მაქვს, რომ ამასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე იქნება. შეთქმულების თეორიებს მე ვერ ავყვები," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა