ზაქარია ქუცნაშვილი - 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა, ამით ქვეყანა არ დაიქცევა

"ნაციონალურ მოძრაობას" გასულ წელს გამოეყო 25 დეპუტატი და ამით ქვეყანა არ დანგრეულა - ვრჩები ბიძინა ივანიშვილის, ჩემი ნომერ პირველი თანამებრძოლის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მმართველი პარტიიდან დეპუტატების ნაწილის წასვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხს ეხებოდა და აღნიშნა, რომ თუ ამას მოქმედებები არ მოჰყვება, შალელაშვილის სურვილი, სურვილად დარჩება. მისივე განცხადებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"სხვა პროცედურები თუ არ შესრულდა, შალელაშვილის სურვილი დარჩება სურვილად. გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ, ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს. ჩემი აზრით, საფუძველი იმისა, რომ უმრავლესობამ დასვას პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, არ არსებობს. ერთი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ 35-კაციან ფრაქციას გამოეყო 25 დეპუტატი , ანუ 9/10 და მაშინ არ დაქცეულა ეს ქვეყანა და 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა ანუ 10-12% -ის ფარგლებში, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. ეს არის დემოკრატიული პროცესი. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, სად გადის პარტიიდან გამოყოფის ზღვარი. პასუხი - ამბიციების დაკმაყოფილებაზე გადის გამოყოფის ზღვარი. შესაბამისად, გადაწყვეტილების ავტორებს უნდა ჰკითხოთ, რა არის მათი ამბიცია და ამის მიხედვით მიხვდებით, სად არის ეს ზღვარი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს