იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 20 მსმენელი ჩაირიცხა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 20 მსმენელი ჩაირიცხა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.როგორც ცნობილია, სკოლაში განაცხადი 121-მა მსურველმა შეიტანა, კენჭისყრის ეტაპამდე 115 განაცხადი გადავიდა, თუმცა კენჭისყრის დღეს ცნობილი გახდა, რომ 2-მა პირმა კანდიდატურა მოხსნა.საბოლოო ჯამში კი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის 20 მსმენელი 113 კანდიდატიდან შეირჩა. მსმენელთა შორის არიან პროკურორები, ადვოკატები და სასამართლო სისტემაში მომუშავე პირები. როგორც ჟურნალისტებს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, სიახლეა იმ მხრივ, რომ იუსტიციის სკოლის მსმენელებს სტიპენდია გაეზარდათ და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი იქნება.მისივე თქმით, სკოლაში სწავლა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების კონკურსი დავასრულეთ. სკოლა მზად იყო ამ ეტაპზე მსმენელების მისაღებად. ის მსმენელები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასამართლო სისტემაში არიან დასაქმებულები ან აქვთ გამომძიებლად,პროკურორად და ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება,გაივლიან 6 თვიან კურსს, ხოლო, მეორე ნაწილი, რომელსაც ასეთი გამოცდილება არ აქვს, გაივლიან 10 თვიან კურსს. ძალიან კარგი სიახლეა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის გადაწყვეტილებით მსმენელებისთვის განკუთვნილი სტიპენდია 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი იქნება“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მომზადდება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კადრები, რითიც დაკომპლექტდება სასამართლო.

"მოგეხსენებათ, რომ საქმეთა სიმრავლის პრობლემაა სასამართლო სისტემაში და ამიტომ, მართლმსაჯულების განხორციელება გარკვეულწილად ფერხდება. მსმენელებს,რომლებიც მაქსიმუმ, ერთ წელიწადში სრულიად მზად იქნებიან იმისთვის, რომ კონკურსი წარმატებით გაიარონ, აქვთ დიდი შანსი, რომ გახდნენ მოსამართლეები", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?