მამუკა მდინარაძე - პარადოქსია, როდესაც კონკრეტულ ფინანსურ სუბიექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ წესით სთხოვენ ხოლმე პასუხს

პარადოქსია და არ არსებობს პრაქტიკა, როდესაც კონკრეტულ ფინანსურ სუბიექტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ამ წესით თხოვენ ხოლმე პასუხს", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს.

ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. . ერთი მხრივ, როდესაც ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და მეორე მხრივ, როდესაც მის დამოუკიდებლობის გარანტიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ეს ორი რამ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება მთავრდება იქ, სადაც იწყება პასუხის მოთხოვნა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.ეს იგივეა, რაც მაგალითად მთავარ პროკურორს რაღაც ბრალის დადგენილებაზე რომ მოსთხოვო პასუხი პარლამენტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და ასეთი პრაქტიკა არის დამღუპველი კონკრეტულად ფინანსური სექტორისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ნაცვლად კითხვებზე პასუხებისა, მივიღეთ განცხადებები, რომლებიც ამ კითხვებიდან არ გამომდინარეობს და გადატანილი იყო აქცენტი სხვა საკითხებზე მაგალითად, წერილზე, რონლის შინაარსიც ვერ თუ არ დაადასტურა ბატონმა მამუკამ “-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო