ანონსი 5 მარტი

5 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე გახსნის სამუშაო შეხვედრას „Boosting Private Sector Development and Entrepreneurship in Afghanistan“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.

5 მარტს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“გაიმართება ინსპირაციული მსჯელობა #Tech4Equality, ტექნოლოგიები თანასწორობისთვის, გენდერული თანასწორობის მიღწევის ახალ გზებზე, რომლებიც ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლებლობებს უკავშირდება. ღონისძიება ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც დაესწრებიან გაეროს ელჩი საქართველოში, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მის: კოსტავას 14

საკონტაქტო პირი: სოფო ჭიჭინაძე, UNDP პრეს-სამსახური

5 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო ტელეფონი: 32 228 15 12

5 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტში ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თიბისი ბანკთან დაკავშირებული საკითხები

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

5 მარტს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

5 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“–ში საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

მის: 26 მაისის მოედანი 1, თბილისი

5 მარტს, 11:00 საათზე, სოლიდარობის ქსელის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია.

მის: ქეთევან წამებულის 68

5 მარტს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები, TBC ბანკის საქმე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 მარტს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

5 მარტს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი სოფიო მექანარიშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქორწინო კონტრაქტების შესახებ კვლევა - რამდენი კონტრაქტი გაფორმდა საქართველოში ბოლო სამ წელში. როგორია განქორწინებების სტატისტიკა და მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 მარტს, 12:00 საათზე, სს "ელმავალმშენებელი" ქარხანასთან თანამშრომლების და პროფკავშირების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი შეხვდება და მიმდინარე დავაზე განცხადებას გააკეთებს.

მის: მეტრო გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორია, გურამიშვილის ქ. #84

5 მარტს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მორაგბეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლექსო იორდანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „მორაგბეთა ასოციაციის“ პრეზენტაცია და სამომავლო გეგმები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

5 მარტს, 15:30 საათზე, პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კატალონიის (რეგიონის) დელეგაციის წევრებს: კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალურ მდივანს, ხუან იგნასიო სოტო ვალეს, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და ესპარეგუერას მერს, ედუარდო რივას მატეოსა და ოლივიერ ტერიენს უმასპინძლებს.

მის: პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

5 მარტს, 17:00 საათზე, სილიკონ ველი თბილისში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ერთობლივი პროექტის - ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის, პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #82

საკონტაქტო პირი: თათია ტურაშვილი - 557 26 14 83

5 მარტს, 18:00 საათზე, ქალაქ რუსთავის „არტ კაფეში“ ”პალიტრა L”–ის ორგანიზებით, მკითხველები „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“–ის გამარჯვებულებს: ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, ვახტანგ ვახტანგაძესა და იაგო თვალაბეიშვილს შეხვდებიან.

მის. რუსთავი, კოსტავას #21.

5 მარტს, 18:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ქართულ-ევროპული უნივერსიტეტისთვის (GEU) აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, სტუდენტების პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: მიცკევიჩის 27 ბ, ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი

საკონტაქტო პირები: ნათია კონცელიძე 568 65 55 70; ანა დარჩია - 555 32 30 04

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა