ზაქარია ქუცნაშვილი - ყველა იურისტს, ვისაც აქვს 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მიეცემა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის საშუალება

ყველა იურისტს, ვისაც აქვს 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მიეცემა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის საშუალება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია მქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ თავდაპირველ მოსაზრებას ვაუმჯობესებთ, რადგან ეს 400-500 პირამდე ავიწროვებდა იურისტთა წრეს და ვამბობთ, რომ ყველა იურისტს, ვისაც აქვს 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მიუხედავად სფეროსა, იქნება ის ადვოკატურაში ნამუშევარი, პროკურატურაში თუ საერთო სასამართლოების სისტემაში, მიეცეთ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მეორე მოსაზრება რაც იყო, რომ ყველას უნდა ჰქონოდა ჩაბარებული მოსამართლის გამოცდა, რომ მიეღო მანაწილეობა უზენაესი სასამართლოს კონკურსში, ამ წესსაც მოდიფიკაციას ვუკეთებთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვეყოლება კანდიდატები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს მოსამართლის გამოცდა და გვეყოლება კანდიდატები, ვისაც ჩაბარებული არ აქვს. ვისაც ჩაბარებული არ აქვს, ყველას მიეცემა შესაძლებლობა რომ ჩააბაროს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ამით დაადასტუროს თავისი კომპეტენტურობის დონე. მესამე კონკრეტული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრი მოინდომებს, რომ განწესდეს უზენაესი სასამართლოს წევრად და ამისათვის დააყენებს საკუთარ კანდიდატურას განსახილველ პირთა წრეში, მას არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ე.წ გრძელი სიის კანდიდატების შერჩევისას, მას არ ექნება მონაწილეობის მიღების უფლება მოკლე სიის შერჩევისას და მას არ ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება, რითაც საფუძველშივე გამოვრიცხავთ ინტერესთა კონფლიქტს დაინტერესებული იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც ორი საბაზისო კრიტერიუმის საფუძველზე (კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის კრიტერიუმები) კიდევ ერთხელ შეამოწმებს ნომინირებულ კანდიდატებს და ვინც დაიმსახურებს პარლამენტის წევრთა თავისუფალ ნდობას, ისინი დამტკიცრბული იქნებიან, ხოლო ვინც ვერ დაიმსახურებს, უარყოფილი." -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა