დიმიტრი ხუნდაძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, გაჩნდება განცდა, რომ თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ

თუკი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება, ეს ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება. ხუნდაძის განცხადებით, ღარიბაშვილის დაბრუნება მნიშვნელოვნად შეავსებს პარტიას.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-12 წლებში. მე ვფიქრობ, რომ ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. პარტიას ნებისმიერი წევრის გასვლა, რა თქმა უნდა, აკლდება, მაგრამ ისეთი ფიგურის, როგორიც არის ღარიბაშვილი, მისი დამსახურებიდან გამომდინარე, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს