დიმიტრი ხუნდაძე - სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს წერილი, რაზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა და ასევე პროკურატურაში ხაზარაძის  დაკითხვის ოქმი

თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს არის პარლამენტის პასუხისმგებლობაც და პარლამენტმა მისი სავალდებულო ფუნქცია უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან შს მინისტრისგან არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, მამუკა ხაზარაძემ ეს წერილი დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს.

"მე მქონდა იმედი, რომ გუშინდელ შეხვედრაზე კითხვებს პასუხი გაეცემოდა, მაგრამ ამ მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა, რომ თითქოსდა შინაგან საქმეთა მინისტრი მას აშანტაჟებს. რა თქმა უნდა, აქ არის ჩვენი პასუხისმგებლობაც, პარლამენტმა მთავრობას და მათ შორის შს მინისტრს ნდობა გამოვუცხადეთ და თუ ეს ასეა, მაშინ პარლამენტმა მისი სავალდებულო ფუნქცია უნდა შეასრულოს. თუ ეს ცრუ ინფორმაციაა, ეს ნიშნავს იმას, რომ "თიბისი ბანკი" ცდილობს თემა გადაფაროს. იმისთვის, რომ ეს უდიდესი კითხვის ნიშანი მოიხსნას, სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს ის წერილი და ასევე, სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს პროკრურატურაში ხაზარაძის დაკითხვის ოქმი,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა, რომ ამ საქმეზე გახარია პარლამენტში მოვიდეს, ხუნდაძემ უპასუხა, რომ ის საჭიროებას ვერ ხედავს, მინისტრი ყველას დაბარებაზე მივიდეს პარლამენტში.

"სადაც კითხვებია და სადაც საჭიროა, რომ საპარლამენტო ფორმატში იქნას პასუხი გაცემული, რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ყოველ შაბათ-კვირას და ყოველ მძიმე ორშაბათს მინისტრი რომ პარლამენტში იყოს და ის ყველას დაბარებაზე ყოველდღიურად აქ იყოს, ამის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, მაგრამ კითხვის ნიშანი უნდა იქნას პასუხგაცემული", - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა