ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა იწყება

გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დღეიდან იწყება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადასცა. განხილვის ადგილად კი გორის რაიონული სასამართლო შეირჩა.

როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომები ყოველდღიურად გაიმართება.

მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს ზუსტად ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურას ერთი თვე რჩება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დასამტკიცებლად, სასამართლო პროცესები ინტენსიურ რეჟიმში ყოველდღიურად დაინიშნა. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

გორის რაიონულ სასამართლოსთან იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.

იხილეთ ვიდეო: სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცმსაჯულები განიხილავენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს