აკაკი ზოიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - გახარიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტში მოვიდეს და ამ თემაზე ისაუბროს, დაველოდოთ მას

არ შეიძლება ასეთი ბრალდება დარჩეს უპასუხოდ,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას. მამუკა ხაზარაძის თქმით, მან შს მინისტრისგან არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო.

"გახარიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად არის მოვიდეს პარლამენტში და ისაუბროს ამ თემაზე. დაველოდოთ გიორგი გახარიას და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ. აქ მჯერა-არმჯერას თემა არ არის, ყველა ვარიანტში უნდა დაზუსტდეს, არ შეიძლება ასეთი ბრალდება დარჩეს უპასუხოდ," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა