თამარ ჩუგოშვილი - მე მოვუწოდებ განცხადების ავტორს, გაასაჯაროოს წერილი - ჩვენ უნდა ვნახოთ ეს წერილი

მე მოვუწოდებ ამ განცხადების ავტორს, გაასაჯაროოს წერილი - ჩვენ უნდა ვნახოთ ეს წერილი - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

„გუშინ ძალიან სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩემთვის ცოტა დამაბნეველი ინფორმაციაა, იმიტომ რომ სხვადასხვა წყაროებიდან სხვადასხვა ინფორმაციას ვისმენ. შესაბამისად, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა წერილზე არის საუბარი. მე ვნახე ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან. იქ ცოტა სხვა რამე ეწერა. პირადად ჩემთვის მეტი სიცხადეა საჭირო. მე მოვუწოდებ ამ განცხადების ავტორს, გაასაჯაროოს წერილი - ჩვენ უნდა ვნახოთ ეს წერილი. გუშინ ამ განცხადებაზე საუბარმა გადაფარა ის დისკუსია, რომელიც უნდა გამართულიყო და რეალურად, დისკუსია გაიმართა არა იმ თემის გარშემო, რაზეც იყვნენ დაბარებული, არამედ ამ წერილის გარშემო. ჩვენ არ ვიცით რეალურად ეს რა წერილია, არსებობს საერთოდ თუ არ არსებობს, რა წერია, ვინ, როდის დაწერა? უამრავი კითხვა გაჩნდა. საგამოძიებო უწყებების მხრიდან და ეროვნული ბანკის მხრიდან მე ცოტა სხვა განცხადებები მოვისმინე. ახლა, ალბათ, მნიშვნელოვანია ბრალდების ავტორმა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა