„ევროპულმა საქართველომ“ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

„ევროპული საქართველო“ თიბისი ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.

„ჩვენ დავიწყეთ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება და უკვე გვაქვს უმცირესობის დეპუტატების ხელმოწერები, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია ორი ძირითადი მიზეზით უნდა შეიქმნას, „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით - პირველი, ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმე. „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს, უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანი. ბრალდებები, რომელიც მოვისმინეთ გუშინ მამუკა ხაზარაძისგან, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის გაჟღერებული საკითხები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებისთვის საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის თემა, რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი უფლებამოსილია შექმნას საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

გარდა ამისა, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებები სცილდება „თიბისი ბანკის“ და კონკრეტული ბიზნესმენების თემას და წარმოადგენს ქვეყანაში სისტემურ დანაშაულს, რომელშიც ჩართული არიან უმაღლესი თანამდებობის პირები.

„კომისიის ამოცანა არ არის თანამდებობის პირების ციხეში გაშვება ან დასჯა, კომისიის მიზანია სიმართლის დადგენა“, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ევროპული საქართველო აღნიშნულ საკითხზე სხვა საპალამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებისთვის მზად არის.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა