თამარ ჩუგოშვილი -  გუნდში  განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები

უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე გუნდის არანაირ გაყოფაზე ან გაერთიანებაზე საუბარი არ გვქონია, - ასეთი პასუხი გასცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ არის უმრავლესობაში რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელება მოსალოდნელი.

,,არა, მე არ ველოდები განსაკუთრებულ ცვლილებებს. ყოველ შემთხვევაში გუშინ, უმრავლესობის სხდომაზე ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. გუშინ გვქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის განხილვა. როგორც იცით, ეს ძალიან ხმაურიანი პროცესია და ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების თემამ. გუშინ გვქონდა ძალიან დეტალურად საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პროცესი იყო მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი, ხანგრძლივი, გამჭვირვალე და საზოგადოების ძალიან დეტალური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართოს პროცესი, როგორც იუსტიციის საბჭოში, ისე პარლამენტში. მხოლოდ ამ საკითხს ვიხილავდით გუშინ და არანაირ გაყოფასა და გაერთიანებაზე გუშინ საუბარი არ გვქონია“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს