მირიან წიკლაური - ისეთი ვაჟკაცური პოლიტიკოსის დაბრუნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად შეცვლის სურათს

ისეთი ვაჟკაცური პოლიტიკოსის, პირდაპირი პოლიტიკოსის, აქტიური, ენერგიული, პიროვნების გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად შეცვლის სურათს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მირიან წიკლაურმა განაცხადა.

წიკლაურის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია და მისი პოლიტიკაში დაბრუნება წაადგება როგორც “ქართულ ოცნებას“, ასევე ზოგადად ქართულ პოლიტიკურ ელიტას.

"ქართული ოცნებიდან“ მისი წასვლა მე ვფიქრობ, რომ არ იყო მთლად გამართლებული.

ვერ გეტყვით, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისშია, თუმცა რაღაც შეჭირვება ნამდვილად არის და ამ შეჭირვების პროცესში ისეთი ადამიანების ჩართვა, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია, ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულ დადებით როლს ითამაშებს," - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს