ნინო ლომჯარია მუქარის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე -  თუკი დადასტურდა, ამაზე საჭიროა რეგირება არამარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც

თუკი დადასტურდა, ამაზე საჭიროა რეგირება არამარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მან შს მინისტრისგან არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო.

ომბუდსმენის თქმით, ის შეხვდა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და შეხვედრის დროს ხაზარაძეს აღნიშული წერილი არ უხსენებია.

„მე შევხვდი მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს. ის, რაც მოვისმინე მათთან შეხვედრის დროს და გუშინ განხილვაზე, ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ. ამიტომ, სახალხო დამცველმა და ჩვენმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ამ საკითხის შესწავლა. რამდენიმე მიმართულებაზე ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაციები გამოვითხოვოთ შესაბამისი უწყებებიდან და ჩამოვყალიბდებით რა მიმართულებით წავიდეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ვიმუშაოთ იყო თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა ბანკის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.

რა თქმა უნდა ძალიან საგულისხმო იყოს განცხადება, რაც გააკეთა ხაზარაძემ მუქარასთან დაკავშირებით. მზად ვარ ამ შესწავლის პროცესში გავეცნო ამ წერილს, თუკი ასეთი არსებობს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა მამუკა ხაზარაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის მრავალმილიონიანი სასესხო პორთფელის 3 მილიონად ჩამოწერას ეხებოდა. ნინო ლომჯარიას თქმით, განცდა ჩნდება, რომ სესხების ჩამოწერის ინიციატივა ბანკიდან არ მოდიოდა.

„მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩამოწერის საკითხი იყო პრობლემატური და ამ საკითხს შევეხებით ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშშიც. იძულება იყო თუ არა, პირდაპირ არ განუცხადებია ამის შესახებ ხაზარაძეს, თუმცა ალბათ ეს გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მას კომუნიკაცია ექნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთანაც.

„შესწავლის პროცესში ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან. მე ვაპირებ შევხვდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც. ვაპირებ დამატებითი ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვასაც, რომ გვქონდეს ორმხრივი მასალები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს