პროფკავშირების წარმომადგენელი - ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადა ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს

პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის ვადები ამოიწურა და კანონი მათ გაფიცვის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ რაისა ლიპარტელიანმა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს უსმენენ.

რაისა ლიპარტელიანის თქმით, გაფიცვა სოციალური მუშაკების იდეაფიქსი არ არის და ისინი ორმხრივ ფორმატში შეხვედრას ითხოვენ.

„უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში, როდესაც შრომითი მედიაციის პროცესში ამდენი ორგანოა ჩართული. სამწუხაროა, რომ უკვე სამი კვირაა ეს პროცესი მიმდინარეობს და მედიაციამ თავისი პირველადი ვადები ამოწურა იმგვარად, რომ არც ერთ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, არ ყოფილა მხარეებს შორის არც ერთი ორმხრივი შეხვედრა და რეალურად, ის რამდენიმე საკითხთან დაკავშირებთ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვენთვის, მტკიცებით ფორმაში და გადაწყვეტილად დღეს უშუალოდ ბატონი მინისტრისგან გახდა ცნობილი.

ჩვენ ახლა დილემის წინაშე ვდგავართ. ამოიწურა ეს ვადა, არავის არ ვაშანტაჟებთ და არ არის ეს სოციალური მუშაკების იდეაფიქსი, მაგრამ კანონი გვაძლევს გაფიცვის უფლებას. მეორე მხრივ ჩვენ ვფიქრობთ, მედიაციის პროცესის გაგრძელებას რამდენად აქვს აზრი.ჩვენ ვითხოვთ, რომ რაღაც ფორმით დავინახოთ თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომ რაღაც ფორმით მოხდება ეს ორმხრივი შეხვედრა, თუნდაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ მზაობა გამოთქვით და მეტი ყურადღება დაეთმობა ამ პროცესს“, - მიმართა პროფკავშირების წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრს.

8 თებერვალს სოციალურმა მუშაკებმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიტანეს წერილი, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი.

წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ის ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა