გია ვოლსკი ირწმუნება, რომ „პარტიებთან ურთიერთობის მდივნის“ პოსტი მნიშვნელოვანია

პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის კოორდინაცია არის საგანგებო მნიშვნელობის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელმაც “ქართულ ოცნებაში“ ახალი პარტიული თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი დაიკავა.

ვოლსკი ირწმუნება, რომ პარტიაში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი მნიშვნელოვანია.

“ეს არ ეხება მხოლოდ გია ვოლსკის, როგორც მდივნის თანამდებობაზე შერჩეულ ადამიანს. ეს ყველას მოვალეობაა, მაგრამ ამ მიმართულებით კოორდინაცია არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს უახლოეს პერიოდში აქტუალური გახდება, როცა წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება. არ შეიძლება მხოლოდ დაპირისპირებზე ვიფიქროთ - იქნებ არის ისეთი საკითხები, რომელიც ხელშესახებად მნიშვნელოვანია როგორც ერთი ასევე, მეორე მხარისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღემდე გია ვოლსკის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ეკავა, თუმცა პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური მდივნის პოსტს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებითვე, პარტიაში იქმნება ახალი თანამდებობა - პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი და გია ვოლსკი სწორედ ამ ახალ პოზიციაზე დაინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა