სულხან სალაძე ხაზარაძის განცხადებაზე - მუქარაზეც რომ არ იყოს საუბარი და მხოლოდ შეტყობინება იყოს, შსს ის უწყება არ არის, რომელსაც ბანკთან უნდა ჰქონდეს შეხება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გარე ძალებისგან შეიძლება იყოს ინსპირირებული.

სულხან სალაძე ასევე მიიჩნევს, რომ დღეს ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია და გავლენიანი პირების ინტერესებს არის მორგებული.

„პირველი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ეს საკითხი გასცდა „თიბისი ბანკის" თემას. გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე ხაზარაძე საუბრობდა ბანკი "რესპუბლიკის" შესყიდვის თაობაზე და ეს საკითხი მხოლოდ მაშინ მოგვარდა, როცა მას ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი. სხვა თემაა უნდა შეესყიდა თუ არა "თიბისის" ეს ბანკი, მაგრამ ფაქტია, როდესაც კონკრეტული მარეგულირებელი ეუბნებოდა უარს ბანკს, ეს საკითხი მოგვარდა ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის დროს. ამ ტიპის მაგალითები არის სწორედ სიმპტომატური და საფრთხის შემცველი. ჩვენ ვხედავთ ინსტიტუციების დამოუკიდებლობის პრობლემას. ინსტიტუცია სამართლიანად თუ უსამართლოდ ეუბნება უარს კონკრეტულ პირს, კონკრეტულ გავლენიან პირებთან შეხვედრით ხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, შს მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან მუქარის შემცველი წერილის გაგზავნის თაობაზე, სალაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შეტყობინება არის თუ არა მუქარის შემცველი, შსს არ არის ის უწყება, რომელსაც შეხება უნდა ჰქონდეს ამ პროცესებში ბანკთან.

„მუქარასთან დაკავშირებით მინდა ღიად აღვნიშნო, მუქარაზეც რომ არ იყოს საუბარი და ზოგადად იყოს მხოლოდ შეტყობინებაზე, მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ის უწყება, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება უნდა ჰქონდეს ბანკთან. შსს არ არის არც ბანკი, არც შემოსავლების სამსახური, არც მარეგულიერებელი. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია დროული და ობიექტური გამოძიება, თუმცა გუშინდელი განცხადებების შემდეგ მე ეჭვი მეპარება, რომ პროკურატურას ეყოფა ის დამოუკიდებლობის სტანდარტი, რომ მან დამოუკიდებლად, კანონის დაცვით გამოიძიოს ეს ფაქტი. ამ ფონზე ლოგიკური იქნება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი, თუმცა აქაც მინდა აღვნიშნო, გახარიამ მზაობა გამოთქვა პარლამენტში მისვლის ეს თავისთავად დადებითი პროცესია. დაველოდოთ პარლამენტში მისვლას“, - განაცხადა სალაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გარე ძალებისგან შეიძლება იყოს ინსპირირებული.

„ეს პროცესი გასცდა მხოლოდ „თიბისი ბანკის“ ერთი ტრანზაქციის თემას და გახდა უფრო კომპლექსური. ვგულისხმობ იმას, რომ მათ შორის შეიძლება გარე ძალების ინსპირირებული თემაც იყოს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“, - განაცადა სულხან სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა