ვახტანგ ძაბირაძე - ირაკლი ღარიბაშვილი სანდო და უპრობლემო კაცია - თუ ეტყვიან, კარის გაჯახუნებით არ წავა და როცა ეტყვიან, დაბრუნდება

„ირაკლი ღარიბაშვილი ერთ–ერთი სანდო და უპრობლემო კაცია. თუ ეტყვიან, კარის გაჯახუნებით არ წავა. წავა მშვიდად. როცა ეტყვიან, დაბრუნდება“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რომელმაც პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება და მისი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტზე დანიშვნის ფაქტი შეაფასა.

ძაბირაძემ თავის დროზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რატომ გაუშვეს თავის დროზე იგი პრემიერის თანამდებობიდან.

„წავიდა და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ახლაც ისეთი ვითარებაა, რატომ დააბრუნეს გაურკვეველია. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას უჭირს“. გია ვოლსკის პოლიტიკური მდივნის თანამდებობიდან, პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე გადაყვანით სჩანს, მას შიდაპარტიული დიპლომატიური მისია დააკისრეს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ძველი და ერთგული ხალხის პოლიტიკაში დაბრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებების განსახორციელებლად ემზადებოდეს და ახლა ასეთი ხალხი შემოჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილი ერთ–ერთი სანდო და უპრობლემო კაცია. თუ ეტყვიან, კარის გაჯახუნებით არ წავა. წავა მშვიდად. როცა ეტყვიან, დაბრუნდება და როცა ეტყვიან წავა. პრობლემას ის არ შექმნის. ივანიშვილის გუნდში ჩნდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის ნაწილი, რომელიც მას რაღაც წინააღმდეგობას უწევს. როგორც სჩანს, ივანიშვილს კონტროლი პარტიის შიგნითაც უჭირს. ამიტომ სჭირდება ის ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ შეასრულებენ რასაც მათგან ივანიშვილი მოითხოვს“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის შედეგად „ქართული ოცნების“ რეიტინგი არ გაიზრდება და არც რაიმე იმედს გააჩენს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი კარგი მინისტრი იყო, თუმცა პრემიერის პოსტზე მისი დანიშვნა ძალიან ნაადრევი იყო.

„არა მგონია ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერადაც მზად იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტისთვის. იგი ხისტი პოლიტიკოსია თავისი ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, „ქართული ოცნებით“ ისევ ის ხალხი აღფრთოვანდება, რომლებიც „ქართული ოცნებით“ აქამდედაც აღფრთოვანებული იყო. მეტი არაფერი. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ უფრო სამთავრობო ცვლილებებისთვის იწყება მზადება“, – დასძინა ძაბირაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს